5000-მდე აბონენტი წყალმომარაგების ახალ ქსელში ჩაერთვება

22 მარტი 2018, 00:00 2130 ნახვა

მახინჯაურში წყლის სამარაგო რეზერვუარის მშენებლობის დასრულების შემდეგ, 5000-მდე აბონენტი წყალმომარაგების ახალ ქსელში ჩაერთვება.

რეზერვუარი, მწვანე კონცხის, მახინჯაურის, განთიადისა და თამარის დასახლებაში მცხოვრები აბონენტებისთვის წყლის თვითდენით მიწოდებას უზრუნველყოფს. მშენებლობა რამდენიმე თვეში დასრულდება.

მახინჯაურის წყლის სამარაგო რეზერვუარი ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის III ფაზის ფარგლებში შენდება. პროექტის ღირებულება 2 მილიონ 2000 ათას ევროს შეადგენს.

ბათუმის მოსახლეობისთვის უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველყოფის მიზნით სალიბაურის, ინჯალოსა და ჩაქვის ორი რეზერვუარი უკვე აშენდა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში