ჭრელი წინდები - ღორჯომელი ქალების ბიზნესი

20 მარტი 2018, 00:00 5637 ნახვა

ჭრელი წინდები – ქალების მცირე ბიზნესი ხულოში. ღორჯომში მცხოვრები ქალები გვიყვებიან, რომ ბევრს შრომობენ, თუმცა ნაქსოვი წინდების და ხალიჩების რეალიზაცია უჭირთ. მთელი ზამთრის განმავლობაში ქსოვენ, ზაფხულში კი იალაღებზე, ტურისტებს სთავაზობენ. ქალები სახელმწიფოსგან ხელშეწყობას ითხოვენ.

იხსენებენ საამქროებს, სადაც წლების წინ მუშაობდნენ. ახლა ქსოვას და ქარგვას დროის გაყვანის ერთ-ერთ საშუალებად მიიჩნევენ და მცირე სარგებლის გამო საქმეს მეწარმეობას ვერ უწოდებენ. 

ამავე კატეგორიაში