უსკოს თავმჯოდომარის პოსტზე პარმენ ჯალაღონია აირჩიეს

05 ივლისი 2016, 00:00 2503 ნახვა

აჭარის უმაღლესმა საბჭომ 11 ხმით უსკოს თავმჯოდომარის პოსტზე პარმენ ჯალაღონიას კანდიდატურა აირჩია.

უმაღლესი საბჭოს მიერ რამდენიმე წუთის წინ არჩეული უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პარმენ ჯალაღონია, აპრილიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის პოსტს 2014 წლიდან იკავებდა. მანამდე კი მუშაობდა აჭარის მთავრობის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის უფროსად.

2010 – 2012 საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის თავმჯდომარე იყო. 2009- 2010 - თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის პროგრამების კოორდინატორი . 2007 – 2009 - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის სამეგრელო-ზემოსვანეთში ხელმძღვანელის რწმუნებული ბათუმში. 2005 -2007 ადამიანის უფლებათა დაცვის რეგიონალური ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე. 2004 – 2006 ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის კონსტიტუციური და ადმინისტრაციული კათედრის მასწავლებელი.

2000 – 2004წწ - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის იურისტი. 2000 – 2004 წწ - ქ. ბათუმის აკადემიური გიმნაზიის საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის საფუძვლების მასწავლებელი. 1999 - 2004 საქართველოს პოლიტიკური აკადემიის ბათუმის ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტის კონსტიტუციური და ადმინისტრაციული კათედრის მასწავლებელი. პარმენ ჯალაღონია განათლებით იურისტია. უმაღლესმა საბჭომ 11 ხმით უსკოს თავმჯომარედ ის რამდენიმე წუთის წინ აირჩია.

ამავე კატეგორიაში