კანონმდებლობა - განხილოვა საკონსტიტუციო სასამართლოში

20 მარტი 2018, 00:00 2190 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან დაკავშირებით არსებული კანონმდებლობის საკითხს განიხილავს. მოქალაქეები მარინა მიზანდარი, გიორგი ჩიტიძე და ანა ჯიქურიძე სადავოდ ხდიან კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონს, რომლის მიხედვით ფიზიკურ და იურიდიულ პირები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანების შემთვევაში პასუხს აგებენ კანონის წინაშე, რელიგიურ კონფესიებზე  კი კანონის ანალოგიური მოთხოვნა არ ვრცელდება.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს იურისტის, განცხადებით, დღეს მოქმედი კანონი კულტმემკვიდრეობის შესახებ მიღებულია 2006 წელს და როგორც პრაქტიკამ აჩვენა, აქვს გარკვეული ხარვეზები. თეა ონიანის თქმით, მიმდინარეობს ახალ კანონპროექტზე მუშაობა და რელიგიურ კონფესიებთან კონსულტაციები.

ამავე კატეგორიაში