11 დაკავებული უკანონოდ იარაღის შეძენა- შენახვა-ტარებისთვის

18 მარტი 2018, 00:00 2244 ნახვა

პოლიციამ ბოლო ორი კვირის მანძილზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით 11 ადამიანი დააკავა, მათ შორის აჭარაში.

გამოძიების ინფორმაციით ამოღებულია: სანადირო თოფი, მაკაროვის სისტემის 3 პისტოლეტი, კალაშნიკოვის სისტემის 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, „ბერეტას“ სისტემის 3 პისტოლეტი, „მოსინის“ ტიპის 2 კარაბინი, „გოლდ-სთარ-2002“-ის მოდელის პისტოლეტი, ასევე 13 მჭიდი, სხვადასხვა ტიპის იარაღისთვის განკუთვნილი 200 საბრძოლო ვაზნა და 1 ჯავშანჟილეტი.

ამავე კატეგორიაში