რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების გამო ჩაკეტილი ე.წ საზღვარი

18 მარტი 2018, 00:00 1794 ნახვა

რუსეთში დრეს მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნების გამო, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვარზე გამშვები პუნქტები დროებით დახურა.

დე ფაქტო „სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, „სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ღონისძიებების ჩატარების პერიოდის განმავლობაში, უსაფრთხოების ზომების გაძლიერების გამო გუშინ 21:00 საათიდან დროებით შეჩერდა მოქალაქეთა გადაადგილება საზღვრის გამარტივებული გადაკვეთის ადგილებში. გამშვები პუნქტების მუშაობა ხვალ დილის 06:00 საათიდან ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, - ნათქვამია ოკუპირებული ცხინვალის ეგრეთწოდებული უწყების განცხადებაში.

ამავე კატეგორიაში