ცვლილება საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში

13 აპრილი 2016, 00:00 5071 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ცვლილებები შედის, რომლის თანახმადაც საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე ან მოადგილე აირჩევა მისი წინამორბედის ვადის გასვლიდან ერთი თვის ვადაში. ასევე, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში შევა არა სასამართლო დარბაზში მისი საჯაროდ გამოცხადების შემდეგ, არამედ საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნების დროს. კანონით განისაზღვრება საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიებისთვის შემოსული საქმეების განაწილების წესი. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში