იპოთეკით დაზარალებულების აქცია

04 აპრილი 2016, 00:00 6635 ნახვა

იპოთეკით დაზარალებულებმა ელექტროენერგიის აღდგენის მოთხოვნით ენერგო-პრო ჯორჯიას აჭარის ფილიალის შენობასთან აქცია გამარეს. აქციის მონაწილეების თქმით, გამოსახლების პროცესის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, კომპანიას ელექტროენერგიის გათიშვის უფლება არ ჰქონდა. მათი ინფორმაციით, სხვადასხვა კომუნალური მომსახურების გათიშვის მოთხოვნით კომპანიებს მევახშეებმა მიმართეს.

აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად ბაგრატიონის ქუჩა 2 წუთით გადაკეტეს. ენერგო კომპანიაში აცხადებენ, რომ იპოთეკით დაზარალებულ მოსახლეობას ელექტორენერგიის მიწოდება დროებით იმ შემთხვევაში აღუდგებათ, თუ ისინი ელექტროენერგიის აუცილებელი საჭიროების შესახებ შესაბამის დადგენილებას წარადგენენ. 

ამავე კატეგორიაში