400 000 ლარის საგადასახადო დოკუმენტების გაყალბებას 5 პირს ედავებიან

16 მარტი 2018, 00:00 2029 ნახვა

ქალაქ თბილისში, აჭარისა და კახეთის რეგიონებში, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ხუთი პირი პასუხისგებაში მისცეს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დოკუმენტების გაყალბების 5 ფაქტი გამოავლინეს. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა დაამზადეს და გაასაღეს ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურები, სასაქონლო ზედნადებები და მომსახურების გაწევის შესხებ აქტები. 

ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯამური თანხობრივი ღირებულება 400 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 2-დან 4-წლამდე.

ამავე კატეგორიაში