ხულოში ტაძარი გაქურდეს

16 მარტი 2018, 00:00 8488 ნახვა

ხულოში, სხალთის ეპარქიაში, ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარი გაძარცვეს. ჯერ-ჯერობით უცნობია, რისი წაღება მოახერხეს ეკლესიიდან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყებაში ფაქტის შესახებ შეტყობინება დღეს შევიდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რც ქურდობას გულისხმობს.

ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი XII საუკუნის ძეგლია. 

ამავე კატეგორიაში