დეკანოზის განაჩენს ადვოკატები უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ

13 მარტი 2018, 00:00 1878 ნახვა

ე.წ. ციანიდის საქმეზე, დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ გამოტანილ განაჩენს ადვოკატები უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ. საჩივარს დეკანოზის ადვოკატები სასამართლოში დღეს 14 საათზე შეიტანენ.

აღნიშნული სარჩელით დაცვის მხარე მამა გიორგი მამალაძის მიმართ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას ითხოვენ. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა ასევე სააპელაციო სასამართლომაც.  დაკავებულ სასულიერო პირს სექტემბერში 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 

ამავე კატეგორიაში