რატომ გადაიტანეს ახალდამონტაჟებული მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ანძა?

12 მარტი 2018, 00:00 5455 ნახვა

კოკოტაურში, ახლახანს დამონტაჟებულ, მაღალი ძაბვის გადამცემ ანძას შლიან. ეს ის ანძაა რომელიც სხვა 6-თან ერთად, სოფელში გასულ წელს განათავსეს და მშენებლობამდე მოსახლეობის მხრიდან არაერთი პროტესტი მოჰყვა.

გასულ კვირას გავიდა “მთავარში” რეპორტაჟი იმის შესახებ რომ ანძის ირგვლივ მიწა დასკდა, “სახელმწიფო ელექტროსისტემის” ქვეკონტრაქტორი კომპანია ვითარებას იკვლევდა.

რა დასკვნით იხელმძღვანელა მმართველთა საბჭომ ანძის განთავსებამდე? რა მდგომარეობაშია სხვა იქვე მდებარე ანძები და რას აპირებს ახლა – იმავე ადგილზე განათავსებენ დაშლილ ანძას, თუ ადგილს შეუცვლიან გადამცემს?

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში