დაკავება ყალბი ფულის შენახვა-გასაღების ფაქტზე

12 მარტი 2018, 00:00 1887 ნახვა

ყალბი ფულის შენახვა-გასაღების ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა ერთი პირი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა, 18 000 ლარის ოდენობის ყალბი 100-ლარიანი კუპიურები გაასაღა.  

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამატებით ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული 11 ერთეული ყალბი 100-ლარიანი კუპიურა. დანაშაული  7-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ამავე კატეგორიაში