სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები დაიწყო

08 მარტი 2018, 00:00 2902 ნახვა

საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში 8 მარტიდან საგაზაფხულო არდადეგები დაიწყო. დასვენება ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა 15 მარტს განახლდება. 

წლის განმავლობაში სკოლებში არდადეგების დღეები ასე ნაწილდება.  ზამთრის არდადეგები – 30 დეკემბერს იწყება და   15 იანვარს სრულდება. საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტიდან 15 მარტის ჩათვლით გრძელდება. ზაფხულის არდადეგები კი ყველაზე ხანგრძლივია, მოსწავლეები და პედაგოგები 15 ივნისიდან,  15 სექტემბრამდე ისვენებენ. 

საქართველოს განათლების სამინისტრომ „საგაზაფხულო არდადეგები“ 2017 წელს დააწესა. მანამდე, მხოლოდ საზაფხულო და ზამთრის არდადეგები არსებობდა.

ამავე კატეგორიაში