როკის ლეგენდების კონცერტი ბათუმში

04 ივლისი 2016, 00:00 4725 ნახვა

როკის ლეგენდების კონცერტი ბათუმში და უწყვეტი ოვაციები ქართველი ფანებისგან. ბათუმის ხელოვნების ცენტრში დენ მაკკაფერტის, დუგი ვაითს და ტიმ რიფერ ოუენსს როკის მოყვარულები ტაშით და შეძახილებით შეხვდნენ. 70-80-იანი წლების პოპულარული ჯგუფების, ნაზარეთის, რეინბოუს და ჯუდას პრისტის სოლისტებმა კონცერტი ბათუმში გუშინ გამართეს. შესრულდა მათი ყველაზე ცნობილი ჰიტები. აკომპანირება მსოფლიო როკის ვარსკვლავებს ბათუმის სიმფონიურმა ორკესტრმა გაუწია, რომელსაც ზვიად ბოლქვაძემ უდირიჟორა. როკის ლეგენდების გამოსვლამდე მსმენელის წინაშე ბათუმელი როკ შემსრულებლები წარდგნენ. ნიკო და გიორგი ბერიძეები, აჩიკო გოგიტიძე და მუხრან ვახტანგაძე. მათ მუხრან ვახტანგაძის 4 კომპოზიცია შეასრულეს და ცნობილი როკ ვარსკვლავების დადებითი შეფასებაც დაიმსახურეს. როკის ლეგენდების კონცერტზე დასასწრებად გუშინ ბათუმში საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდანაც ჩამოვიდნენ.

მარი ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში