საერთაშორისო მოგზაურთა სტატისტიკა

04 ივლისი 2016, 00:00 3643 ნახვა

საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა 6 თვეში 12.9%-ით გაიზარდა-ასეთია ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მონაცემები. ივნისში შემოსული ტურისტების სტატისტიკა გიორგი ჩოგოვაძემ დღეს პრესკონფერენციაზე წარადგინა. მისი თქმით, საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ 6 თვეში 2 მილიონ 636 ათას 313 შეადგინა. ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან განხორციელდა. რაც შეეხება ევროკავშირის ქვეყნებს, საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-ივნისში გამოირჩნენ ლატვია, იტალია და საფრანგეთი.

ამავე კატეგორიაში