თემირლან მაჩალიკაშვილის მამა აქციებს აანონსებს

03 მარტი 2018, 00:00 1932 ნახვა

თემირლან მაჩალიკაშვილის მამა სამართლებრივი გზით სიმართლის დადგენას ითხოვს. მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ ირაკლი შოთაძესთან საუბრისას დაპირება მიიღო, რომ ერთ კვირაში საქმეში არსებული მტკიცებულებების ნაწილს გაეცნობოდა, თუმცა ამ დრომდე არავინ შეხმიანებია. ცოტა ხნის წინ დასრულდა პანკისის ხეობაში  საქმესთან დაკავშირებით შეხვედრა. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე გამოძიების მიმდინარეობას აფასებს.

შეხვედრას ადგილობრივები, უხუცესები და თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. იგი 10 იანვარს წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ამავე კატეგორიაში