ხეების გადატანა კანონის ფარგლებში ხორციელდება - აჭარის მთავრობა

27 თებერვალი 2018, 00:00 1716 ნახვა

აჭარის მთავრობა ენმ-ის მიერ გამართულ აქციას ეხმაურება. განცხადება აჭარის მთავრობამ ფეისბუქ გვერდზე გაავრცელა.

''კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ხეების გადატანა ხორციელდება კანონის ფარგლებში. მათი უმეტესი ნაწილი კერძო მესაკუთრეებსა და კომპანიებს შორის მოლაპარაკების გზით ხდება''-ნათქვამია განცხადებაში

მათი ინფორმაციით ტერიტორია უნდა მოწესრიგდეს და ისინი ამ პროცესს გაუწევს მონიტორინგს.

''კომპანიებს აქვთ ვალდებულება მოახდინონ აღნიშნული ტერიტორიების რეკულტივაცია, რასაც აჭარის მთავრობა, საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, სრულ მონიტორინგს გაუწევს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, გამზადებულია ახალი ნარგავები, წესრიგდება ირგვლივ არსებული ინფრასტრუქტურა, პროცესში ჩართულები არიან დარგის საუკეთესო სპეციალისტები. გარდა ამისა, მწვანე კონცხის მიმდებარე ტერიტორიაზე ხორციელდება უპრეცედენტო ინვესტიცია, შენდება ულტრათანამედროვე  5 ვარსკვლავიანი სასტუმრო. მოეწყობა საბაგირო და ზღვისპირა ინფრასტრუქტურა, რომელიც იქნება საზოგადოებრივი გამოყენების და აღნიშნულით სარგებლობა ყველას შეეძლება.''

აჭარის მთავრობა ოპოზიციურ პარტიას სიტუაციის ხელოვნურად გამწვავებაში ადანაშაულებს: ''ნაციონალურ მოძრაობას სურს ხეების გადატანის საკითხი ხელოვნურად აქციოს აჟიოტაჟის საგნად, მაშინ როცა სწორედ მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს გაიჩეხა ასეულობით ჰექტარი ხე-ტყე და განადგურდა სარეკრეაციო ზონები.''

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი