რუსეთის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ფოთის ნავმისადგომთან სამეურნეო-ფეკალური წყლებით ზღვა დააბინძურა

25 თებერვალი 2018, 00:00 2414 ნახვა

რუსეთის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ფოთის ნავმისადგომთან სამეურნეო-ფეკალური წყლებით ზღვა დააბინძურა. გემის კაპიტანს  სასამართლომ 65 000 ლარის ოდენობით საჯარიმო სანქცია დააკისრა, რასაც დაემატა გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხა 1276 ლარის ოდენობით.

გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებს, დაკისრებული საჯარიმო სანქციებისა და გარემოსათვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდის შემდეგ დატოვებს.

ამავე კატეგორიაში