დაშვებული დროშები ადმინისტრაციულ შენობებზე

25 თებერვალი 2018, 00:00 2748 ნახვა

დღეს საქართველოში სახელმწიფო უწყებებზე დროშები დაშვებულია. დროშა დაშვებულია ბათუმის მერიის შენობაზე,  აჭარის მთავრობისა და საკონსტიტუციო სასამართლოს შენობებზე კი დროშებს შავი ლენტები აქვს.

სახელმწიფო დროშა დაშვებულია პრეზიდენტის სასახლეზე, პარლამენტის შენობებზე, ასევე თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობასა და გენერალური შტაბის ტერიტორიაზე. 25 თებერვალი პარლამენტმა ოკუპაციის დღედ 2010 წლის 21 ივლისს გამოაცხადა.

1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის მე-11 არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს ანექსია მოახდინა. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე გმირულად დაიღუპა.

ამავე კატეგორიაში