ავარიის შედეგად ანტალიაში 23 ადამიანი დაშავდა

25 თებერვალი 2018, 00:00 1757 ნახვა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ანტალიის პროვინციაში. თურქული მედიის მონაცემებით, დაშავებულია 23 ადამიანი. ავტობუსი, რომელსაც სამხედროები გადაჰყავდა, კესტელის დასახლებაში გვიან ღამით გადაბრუნდა.  წინასწარი ვერსიით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა.  

დაშავებულთა შორის მძღოლიცაა. თურქი სამხედროები ალანიიდან ბრუნდებოდნენ, სადაც  საფეხბურთო მატჩზე უსაფრთხოებას უზრუნველყოფდნენ.  დაშავებული ჯარისკაცები ანტალიის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია - აცხადებენ მედიკოსები. 

ამავე კატეგორიაში