როკის ლეგენდები კონცერტისთვის ემზადებიან

03 ივლისი 2016, 00:00 2706 ნახვა

რამდენიმე საათი რჩება გრანდიოზულ როკ-კონცერტამდე, რისთვისაც ბათუმში ბოლო დღეებია აქტიუად ემზადებიან. 70-80-იანი წლების როკის ლეგენდები დენ მაკკაფერტი, დუგი ვაითი, ტიმ რიფერ ოუენსი, ბრაიან ჰაუ - ნაზარეთის, ჯუდას პრისტის, რეინბოუს და ბედ ქამფანის სოლისტები მეორე დღეა ბათუმში არიან დღეს 7 საათზე, როკის მოყვარულებს დაუვიწყარ შოუს უმზადებენ. სპეციალურად ბათუმის კონცერტისთვის შერჩეული მუსიკალური პროგრამის გაორკესტრებაზე დირიჟორმა ზვიად ბოლქვაძემ იმუშავა. ბათუმის მუსიკალური ცენტრის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად როკის ლეგენდებს აკომპანირებას ლევან აბშილავას, შაკო გელეყვას, ილია შავიშვილის და თორნიკე სირაძის ბენდი გაუწევს. დღევანდელ კონცერტზე ვიხილავთ ბათუმელ შემსრულებლებსაც. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი