ინდივიდუალური წყალგაყვანილობა ქედის სოფლებში

19 თებერვალი 2018, 00:00 2359 ნახვა

გაუფილტრავი წყალი ქედაში. სოფლების იმ ნაწილში სადაც წყლის სამარაგო ავზები არ არსებობს, ასეთი კი საკმაოდ ბევრია, ადგილობრივებს სახლებამდე წყალი ინდივიდუალურად აქვთ მიყვანილი, ანუ მოიხმარენ გაუფილტრავ წყალს, ამას კი ხშირად კიდევ ერთი პრობლემა ემატება – ეს მოძველებული მილებია.

მერიას უკვე აქვს შეძენილი წყლის ახალი მილები, თუმცა მას მოსახლეობას მხოლოდ მას შემდეგ გადასცემენ, რაც მოქალაქეები თავად უზრუნველყოფენ საკარმიდამო ნაკვეთში მილისთვის თხრილების გაყვანას. ქედის 64 სოფელში სულ 13 წყლის ავზია

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში