გამოცდების მეორე დღე

02 ივლისი 2016, 00:00 3127 ნახვა

ქართულ ენასა და ლიტერატურაში ეროვნული გამოცდების მეორე დღე დაიწყო. ბათუმის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, უნივერსიტეტის შენობაში 64 საგამოცდო სექტორი ფუნქციონირებს. დილით ბათუმის საგამოცდო ცენტრში 913 აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული, მათგან 23 არ გამოცხადდა. გამოცდის დრო 4 საათი და 15 წუთია.  საქართველოს მასშტაბით, 21 საგამოცდო ცენტრი მუშაობს. აჭარაში საგამოცდო ცენტრები წელსაც ბათუმსა და ხულოში მოქმედებს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი