ოპოზიციის განცხადებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში წერილობით უპასუხეს

16 თებერვალი 2018, 00:00 2994 ნახვა

ოპოზიციის განცხადებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში წერილობით უპასუხეს. ქონების ეროვნული სააგენტოს  ინფორმაციით , შპს „ბათუმი თაუერმა“ , რომელსაც ქონება აუქციონის წესით გადაეცა უნდა მოაწყოს არანაკლებ 4 ვარსკვლავიანი 100 ნომრიანი სასტუმრო-კომპლექსი.

კომპანიამ საპრივატიზებო ღირებულება სრულად, თუმცა ვადის დარღვევით გადაიხადა, ამიტომ როგორც სამინისტროში აცხადებენ „ბათუმი თაუერს“ დაეკისრა შესაბამისი პირგასამტეხლო მილიონ ლარზე მეტი და მის გადასახდელად განესაზღვრა მიმდინარე წლის 1 სექტემბერი.

ეკონომიკის სამინისტროს წერილში ასევე მითითებულია რომ  ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა პირობები არის შესრულების პროცესში და არ ფიქსირდება ვადაგადაცილება. 

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში