''ბათუმის ცენტრალური პარკი'' - 6 მაისის პარკს სახელი შეეცვალა

15 თებერვალი 2018, 00:00 9271 ნახვა

“ალექსანდრეს ბაღიდან” – “ბათუმის ცენტრალურ პარკამდე” – არაერთხელ შეცვლილი სახელწოდება და პარკი, რომელიც დიდ ისტორიას ინახავს. ბათუმის საუკუნოვანი რეკრეაციული ზონის სახელწოდება დღეს კიდევ ერთხელ შეიცვალა.

საკრებულოს ოპოზიცია ფიქრობს, რომ სახელწოდების შესაცვლელად გამოკითხვის ჩატარება იყო აუცილებელი. უნდა აღინიშნოს, რომ ხალხისთვის აზრი ამ პარკის სახელწოდებასთან დაკავშირებით, “ნაციონალურ მოძრაობას” ხელისუფლებაში ყოფნის დროს არ უკითხავს, ანუ მაშინ როდესაც ტერიტორია “აჭარის რევოლუციას” დაუკავშირეს და 6 მაისის პარკი დაარქვეს. 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში