6 მაისის პარკში მზის ენერგიაზე მომუშავე გარე განათება დამონტაჟდა

15 თებერვალი 2018, 00:00 3021 ნახვა

6 მაისის პარკში მზის ენერგიაზე მომუშავე გარე განათება დამონტაჟდა.  სპეციალურ მოწყობილობაზე მიერთებული განათების სისტემა, დღის განმავლობაში მზისგან მიღებული ენერგიის აკუმულირების ახდენს, საღამოს კი დაგროვილი ენერგიის ხარჯზე ნათდება. პროექტის ფარგლებში მზის ენერგიაზე მომუშავე გარე განათების სისტემა უკვე მოეწყო შაფათავას და მარუხის ქუჩების კვეთაში.

პროექტს ბათუმის მერიასთან ერთად დემოკრატიის ინსტიტუტი ახორციელებს, ხოლო დონორი კომპანია გლობალური გარემოსდაცვითი ფონდია. განათების ბოძს ვაზის ფორმა აქვს, რაც ქართული ვაზის კულტურასთან ასოცირდება. პროექტის მიზანი გარე განათების სექტორიდან ნახშირჟანგის ემისიის შემცირების სტიმულირება.

ამავე კატეგორიაში