ბუნებრივი აირი ბათუმის ცენტრალურ ნაწილში  საღამოს, გარეუბნებსა და ხელვაჩაურში კი ხვალ ჩაირთვება

06 თებერვალი 2018, 00:00 2893 ნახვა

ბუნებრივი აირის მიწოდება  ქობულეთის, ბათუმისა და ხელვაჩაურის 82 ათას აბონენს  დილიდან სარემონტო სამუშაოების გამო გაეთიშათ. 

კომპანიაში აცხადებენ, რომ ცენტრალურ მაგისტრალზე სამუშაოები 3 საათზე დასრულდა, თუმცა აბონენტების დიდ ნაწილს გაზის მიწოდება ეტაპობრივად აღუდგებათ. "სოკარ ჯორჯიაში" განმარტავენ, რომ ქობულეთში გაზმომარაგება დღეს აღსდგება, ბათუმის ცენტრალურ ნაწილში საღამოს, ხოლო ბათუმის გარეუბნებსა და ხელვაჩაურში ხვალ ჩაირთვება.

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში