ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლა-ბრიფინგი შსს-ში

29 იანვარი 2018, 00:00 1717 ნახვა

ქურდული სამყაროს წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების ფარგლებში ექვსი პირი დააკავა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.  უწყების  მიერ გავრცელებული ინფრომაციით სამართალდამცველებმა დაკავებულთა ჩხრეკისას იარაღი და საბრძოლო ვაზნები, მობილური ტელეფონები და ინფორმაციის შემნახველი სხვა საშუალებები ამოიღეს.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები აღიარებენ ე.წ. ქურდულ სამყაროს, მონაწილეობდნენ ქურდულ გარჩევებში და კავშირი ჰქონდათ ლავასოღლისთან, კაკო ტბილისკისთან, ტოტორინისთან, ენცოსთან და კიდევ რამდენიმე პირთან.  

უწყება ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საკანონმდებლო ცვლილებებს გეგმავს და სასჯელს ამკაცრებს.    მინისტრის მოადგილის განცხადებით, შესაბამისი კანონპროექტი უკვე მზად არის.   დაგეგმილ ცვლილებებს მმართველი და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები გამოეხმაურნენ.  

ამავე კატეგორიაში