თურქეთში მკვლელობის ახალი დეტალები

29 იანვარი 2018, 00:00 2427 ნახვა

სტამბოლში მეგობარი მამაკაცის მკვლელობის შემდეგ ქართველი ქალის თვითმკვლელობის შესახებ დამატებითი დეტალი ხდება ცნობილი. გამოცემა „მილიეტის“ ინფორმაციით, რამდენიმე ხნის წინ 51 წლის მამაკაცმა 50 წლის ქალს 3 ათასი თურქული ლირა ასესხა, მკვლელობის ღამეს კი ფულის ასაღებად მივიდა.

27 იანვარს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქართველმა ქალმა ჯერ მეგობარი მამაკაცი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა. მედიის ცნობით, ქალსა და მამაკაცს შორის შეკამათება მოხდა, რაც ჩხუბში გადაიზარდა. მომხდარის შესახებ პოლიციას გარდაცვლილი ქალის შვილმა შეატყობინა.

ამავე კატეგორიაში