დიდი  ოდენობით  იარაღის  და  საბრძოლო  მასალის  ამოღების საქმე

24 იანვარი 2018, 00:00 2049 ნახვა

სპეცოპერაციისას, ბათუმსა და ქობულეთში ამოღებული იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შენახვისთვის დაკავებული თურქეთის მოქალაქის საქმეზე დღეს მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა. მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე დაცვის მხარემ მოითხოვა გირაოს, 10 ათასი ლარის სანაცვლოდ ფემბე ოზლუ ოლენის გათავისუფლება, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

დაკავებულის ადვოკატის განცხადებით, ბრალდებას არ დაუკითხავს პირები რომლებმაც ქობულეთში, სოფელ კვირიკესა და ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში  გორგილაძის ქუჩაზე, იარაღი და ვაზნები ამოიღეს. ადვოკატის თქმით, დაკავებული ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ ამ საქმეში ის გამოიყენეს. რაც შეეხება მისი დაკავებისას ჩანთაში აღმოჩენილ ხელყუმბარასა და ვაზნებს, დაკავებული ამტკიცებს, რომ მას არ ეკუთვნის და სამართალდამცევლებმა ჩაუდეს. ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის დაკავების შესახებაც საუბრობს და ამბობს, რომ  ოზლუ ოლენს, ადვოკატი დროულად არ დაენიშნა. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით, რაც დიდი ოდენობით საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმოს.

დანაშაული 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შემდეგ სხდომაზე,  6 თებერვალს ის პირები დაიკითხებიან, რომლებიც იარაღის ამოღებაში მონაწილეობდნენ. პროკურორის განმარტებით ბრალდების მხარეს ათეულობით მოწმე ჰყავს და  საქმეში დევს ექპერტიზის პასუხებიც

ამავე კატეგორიაში