18 წლის პელეს გოლი, რომლის ვიდეოც არ არსებობს

24 იანვარი 2018, 00:00 1621 ნახვა

1959 წლის 2 აგვისტოს ლეგენდარული პელეს გოლი მოედანზე მყოფმა 7 ათასმა გულშემატკივარმა ნახა.
18 წლის ბრაზილიელი ფორვარდის საუკეთესო გოლად აღიარებული მატჩის ვიდეო ჩანაწერი ფეხბურთის სამყაროს არ მოეპოვება, შესაბამისად არც არავის უნახავს ფეხბურთის მეფის გენიალური დრიბლინგი და დარტმა. 

ინტერნეტსივრცეში გამოჩნდა ვიდეო სიმულაცია, რომელიც დეტალურად აღწერს პელეს დრიბლინგს.

ვიდეო სიმულაციის ავტორები "სანტოსი" "ატლეტიკო იუვენტუსის" მატჩის გულშემატკივრებს შეხვდნენ და მათი აღწერის მიხედვით გააკეთეს სცენარი. ავტორები შეეცადნენ ზუსტად გაემეორებინათ 18 წლის პელეს მოძრაობები, როგორსაც აღწერდნენ მას გულშემატკივრები.

                                                                              

ბაკურ ფარტენაძე
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი