წიქარიშვილის და ბზიავას საქმეზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

24 იანვარი 2018, 00:00 2441 ნახვა

დღეს იმსჯელებს თბილისის საქალაქო სასამართლო ადმინისტრაციული წესით დაკავებული ბექა წიქარიშვილის საქმეზეც. იგი სამართალდამცველებმა წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის ბრალდებით სასამართლოს ეზოში დააკავეს.

ცნობილია, რომ დღევანდელ პროცესზე დაკავებულის  ადვოკატი, დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით პროცესის გადადებას და დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვს. მასთან ერთად გუშინ თორნიკე ბზიავაც დააკავეს, თუმცა იგი მოგვიანებით ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ორივე პირი პოლიციამ თბილისის საქალაქო სასამართლოში მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის საქმის დასრულების შემდეგ დააკავა. გიორგი გიორგანაშვილს გუშინ სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

ამავე კატეგორიაში