მაღალმთიან აჭარაში ადგილობრივები მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნებას ითხოვენ

24 იანვარი 2018, 00:00 2667 ნახვა

დღეს  აჭარის  კონსტიტუციაში  შესატან ცვლილებებს ქედაში განიხილავენ, საჯარო განხილვები უკვე შედგა ხულოსა და შუახევში.  მაღალმთიან აჭარაში   მთავარ  საკითხად მოსახლეობამ საარჩევნო სისტემის ცვლილება დააყენა.  ისინი  მოითხოვენ  მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნებას და უმაღლეს საბჭოში, მაღალმთიანი აჭარის მუნიციპალიტეტებს  თითო მაჟორიტარი  დეპუტატი ჰყავდეს.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ამბობს, რომ აისახება თუ არა მოსახლეობის ეს პოზიცია საბოლოო რედაქციაში ეს განხილვების დასრულების შემდეგ გადაწყდება.  საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვა  რეგიონის  ყველა მუნიციპალიტეტში  გაიმართება, რის შემდეგაც უმაღლესმა საბჭომ კანონი  სამი  მოსმენით უნდა მიიღოს. საორგანიზაციო კომისია 12 წევრისგან შედგება, “ნაციონალური მოძრაობა” შეხვედრებს პროტესტის ნიშნად არ ესწრება. 

ამავე კატეგორიაში