სამზადისი ეროვნული გამოცდებისთვის

30 ივნისი 2016, 00:00 3010 ნახვა

ხვალიდან ქვეყნის მასშტაბით ეროვნული გამოცდები იწყება. აბიტურიენტები ცოდნას ხვალ ქართულ ენასა და ლიტერატურაში გამოცდიან. წელს ეროვნული გამოცდები, ნაწილობრივ ელექტრონული მეთოდით, წელს პირველად ჩატარდება. საგამოცდო ცენტრებში დღეს ე.წ. გენერალური რეპეტიცია გაიმართება. საგამოცდო პროცესის იმიტაციაში მხოლოდ პერსონალი მიიღებს მონაწილეობას. მეთვალყურეებს, კურატორებსა და რეგისტრატორებს ცენტრის ადმინიტრაცია გუშინ შეხვდა და დაგემილი სიახლეები გააცნეს. ბათუმის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ბათუმის საგამოცდო ცენტრი ტექნიკურად აღიჭურვილია. მოეწყო 72 სექტორი, დამონტაჟდა კომპიუტერული ქსელი და ვიდეოთვალი. ბათუმის საგამოცდო ცენტრში 3 ათას 700 აბიტურიენტია რეგისტრირებული. 

ამავე კატეგორიაში