საახალწლო კონცერტი

14 იანვარი 2018, 00:00 2491 ნახვა

ძველით ახალი წელი კონცერტით აღნიშნეს ხულოში. ღონისძიება ღია ცის ქვეშ ნაძვის ხესთან გაიმართა. პატარების განწყობაზე ზღაპრის გმირები ზრუნავდნენ, კონცერტში ასევე მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლები “გოდერძი", ხულო" სახელოვნებო სკოლის მოსწავლეები ასევე სოფლებ რიყეთის და ზედა ვაშლოვანის ანსამბლები მონაწილეობდნენ .

კონცერტზე რამდენიმე ნომერი შეასრულა მომღერალმა ლევან შავაძემ . გაიმართა ინტელექტუალური შეჯიბრიც. საახალწლო ღონისძიება ფოიერვერკით დასრულდა.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში