ძველით ახალი წელი აღნიშნეს ავღანეთში

14 იანვარი 2018, 00:00 2276 ნახვა

ძველით ახალი წელი აღნიშნეს ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა ავღანეთში. III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს ქართული ფოლკლორი სიმღერებითა და ცეკვებით გააცნეს.

შეკრებილებმა წუთიერი დუმილით საქართველოს ერთიანობისთვის და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგეს. ბაგრამის საავიაციო ბაზაზე საპატიო სიგელები სხვადასხვა სიტუაციურ სწავლებასა და სპორტულ ღონისძიებაში გამარჯვებულ ქართველ და ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებს გადაეცა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი