ქედაში მეწყრის კერები გახშირდა

11 იანვარი 2018, 00:00 2786 ნახვა

აქტიური მეწყრული კერები ქედაში. მცოცავი მიწა შიდა საუბნო და ცენტრალურ მაგისტრალზე ხშირად იწვევს დაბრკოლებას. განსაკუთრებით მწვავედ დგას პრობლემა სოფელ ზვარეში, კოკოტაურში, ძანაძეების მიმართულებით და ცენტრალურ მაგისტრალზე სოფელ პირველ მაისთან.

ქედის მერიაში აცხადებენ, რომ ფერდსამაგრი სამუშაოები მანამ ვერ დაიწყება სანამ პროცესი არ შეჩერდება და მიწა არ გამყარდება. რაც შეეხება ცენტრალურ გზას, გზების დეპარტამენტის ინფორმაციით გაბიონების მოწყობა იგეგმება, თუმცა როდის უცნობია, რადგან არ არსებობს პროექტი და შესაბამისად არც თანხაა გათვალისწინებული ბიუჯეტში. 

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში