მეტალოპლასტმასის ფანჯრები მე-18 საუკუნის მეჩეთში

09 იანვარი 2018, 00:00 6865 ნახვა

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე მეჩეთი, დაზიანების საფრთხის წინაშეა. ქედაში, სოფელ გეგელიძეებში, განვითარებული მეწყრის შედეგად შენობას საძირკველი დაუზიანდა, განმეორების შემთხვევაში კი შესაძლოა უფრო მძიმე შედეგი დადგეს.

მერიას ტენდერი უკვე გამოცხადებული აქვს, იქ ფერდსამაგრი სამუშაოების ჩატარება იგეგმება. კიდევ ერთი ამბავი, მეჩეთის წინამძღვარმა საკუთარი გადაწყვეტილებით ძეგლზე ფანჯრები გამოცვალა და ისტორიულ შენობას ამჟამად მეტალო-პლასტმასის ფანჯრები აქვს, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა. ამის შესახებ არაფერი იცოდნენ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში, უწყების წარმომადგენლები ფაქტს სავარაუდოდ, ხვალ ადგილზე შეისწავლიან. 

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში