კოლოტაურის ახალაშენებულ  ხიდამდე სოფელს მისასვლელი გზა არ აქვს

08 იანვარი 2018, 00:00 4084 ნახვა

ქედაში, სოფელ კოლოტაურში, 2014 წელს რესტრავრირებულ ხიდზე ჯერ მანქანას არ გაიუვლია. მიზეზი მარტივია - ხიდამდე მისასვლელი გზა ფაქტობრივად არ არსებობს. როგორც მერიაში გვეუბნებიან, თავის დროზე, ხიდის შეკეთების შემდეგ გზის გაყვანაც იყო დაგეგმილი, თუმცა ერთი მონაკვეთი კერძო მესაკუთრის საკარმიდამო მიწაზე გადიოდა, რის გამოც პროცესი შეფერხდა, მოლაპარაკება კი წარუმატებლად დასრულდა.

ამ კონკრეტული გზისთვის ბიუჯეტში ცალკე თანხა ამჯერადაც არაა გათვალისწინებული, თუმცა მუნიციპალიტეტის ადგილობრივ მთავრობაში აცხადებენ, რომ თუ მესაკუთრე თანახმა იქნება, გზას საუბნო გზების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში მოაწყობენ. კოლოტაურში მცხოვრებლები რამდენიმე ათეული წელია შემოვლითი გზით სარგებლობენ და 4 კილომეტრით მეტ მანძილს გადიან. 

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში