ოჯახი თემირლან მაჩალიკაშვილის გერმანიაში მკურნალობას ითხოვს

08 იანვარი 2018, 00:00 2005 ნახვა

პანკისში დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი პაციენტის ბერლინის ერთ-ერთ კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანას ითხოვს. მაჩალიკაშვილის მამა აცხადებს, რომ ოჯახის ინფორმაციით თითქოს ბერლინის კლინიკამ რამდენიმე დღის წინ უარი თქვა პაციენტის მიღებაზე ადგილის არქონის გამო, სიმართლეს არ შეესაბამება. მალხაზ მაჩალიკაშვილის განმარტებით, მას კონკრეტულად ჯანდაცვის სამინისტროსთან არანაირი პრეტენზია არ აქვს, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სამინისტრო უსაფრთხოების სამსახურის ზეწოლის ქვეშ არის. იმავეს აცხადებს ოჯახის ადვოკატი.

ცირა ჯავახიშვილი ეჭვობს, რომ მაჩალიკაშვილის მკურნალობისთვის საზღვარგარეთ კლინიკებთან მოლაპარაკებებს არა ჯანდაცვის სამინისტრო, არამედ სუს-ი მართავს. ამასთან, როგორც ადვოკატი აღნიშნავს, ახლა მაჩალიკაშვილის გადაყვანაზე თანხმობა ისეთი კლინიკისგანაა მიღებული, რომელიც თურქეთში ხარისხიანი მკურნალობით არ გამოირჩევა. ჯავახიშვილის განცხადებით თურქულ კლინიკაში მაჩალიკაშვილის გადაყვანა სუს-ის ინტერესებში შედის, ვინაიდან მიიჩნევს, რომ 22 ნოემბერსა და 21 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციები, თურქეთთან ერთობლივად ჩატარდა.

ამავე კატეგორიაში