ინდოეთის პროფესიულ საჭიდაო ლიგაში ორი ქართველი იჭიდავებს

05 იანვარი 2018, 00:00 2007 ნახვა

9 იანვარს ნიუ-დელიში, სტარტს ინდოეთის პროფესიული საჭიდაო ლიგა აიღებს, სადაც  ორი ქართველი - მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი და აწ უკვე სომხეთის სახელით მოასპარეზე ლევან ბენიანიძე იჭიდავებენ.

აღსანიშნავია, რომ პეტრიაშვილი ტურნირზე ყველაზე ძვირადღირებული ლეგიონერია, ის შარშანდელი ჩემპიონის „პენჯაბ-როიალსის“ ღირსებას დაიცავს, რომელმაც აუქციონზე ქართველ ფალავანში 78 000 დოლარი გადაიხადა. 

ამავე კატეგორიაში