ლაგების მმართველი საბჭოს არჩევნები

24 დეკემბერი 2017, 00:00 3075 ნახვა

ქედაში, ლაგების მმართველთა საბჭოს დაკომპლექტებისთვის  არჩევნები ტარდება. ჯგუფი სხვადასხვა მიმართულებით მუნიციპალიტეტის განვითარებაზე იზრუნებს. მოქალაქეთა გაერთიანება გადაწყვეტილებას ადგილობრივი ფინანსური რესურსების განაწილებისა და მართვის შესახებაც მიიღებს.

ადგილობრივ სამოქმედო ჯგუფის წევრები საჯარო და კერძო სექტორის, წარმომადგენლები არიან. ლაგის მმართველთა საბჭოს წევრები 4 წლის ვადით აირჩევიან და სოფლის მეურნეობის ტურიზმის, განათლებისა და სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებით  იმუშავებენ.   დემოკრატიის ინსტიტუტის პროექტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში