დაჭრილი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

20 დეკემბერი 2017, 00:00 1877 ნახვა

სტაბილურად მძიმეა დაჭრილი არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა. 17 წლის ბიჭი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მას, სანადირო თოფით, სახის არეში აქვს მიყენებული დაზიანებები.
 

გამოძიება ორი მიმართულებით მიმდინარეობს, ერთი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით, მეორე კი რამდენიმე თვის წინ დაიწყო და საშიშ ინტერნეტ-თამაშს ეხება. ამ თამაშში მოზარდის შესაძლო ჩართულობაზე მისი ოჯახის წევრები და სკოლის დირექტორი საუბრობენ. სკოლაში ასევე აცხადებენ, რომ მოზარდს მანამდე სხეულზე ნაკაწრები შენიშნეს და სწორედ ამის შემდეგ მიმართეს პოლიციას.

ამავე კატეგორიაში