მექსიკაში ჟურნალისტი მოკლეს

20 დეკემბერი 2017, 00:00 2005 ნახვა

მექსიკაში ჟურნალისტი მოკლეს. ,,ლოს-ანჯელეს თაიმსის" ცნობით, თავდასხმა ვერაკრუზის შტატში სკოლის საშობაო ღონისძიებაზე განხორციელდა. საღამოს რეპორტიორი გუმარო პერეზი მშობლის სტატუსით ესწრებოდა.

პერეზი მეათე ჟურნალისტია, რომელიც მექსიკაში 2017 წელს მოკლეს. 34 წლის პერეზი ადგილობრივ დანაშაულებებზე წერდა. ფაქტს მედიაში გამოხატვის თავისუფლების კრიზისად აფასებენ.

ამავე კატეგორიაში