მოსახლეობა საკომპენსაციო თანხის გაზრდას ითხოვს

20 დეკემბერი 2017, 00:00 3794 ნახვა

ხიხანის ქუჩის მოსახლეობა, რომელსაც მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის გაყვანის გამო ექსპროპრეაცია შეეხო,  სახელმწიფო ელექტრო სისტემას ათდღიან  ვადას  აძლევს და საკომპენსაციო თანხის გაზრდას ითხოვს.

მოსახლეობის ინფორმაციით, მაშინ როცა ექსპერტიზის შეფასებით, ერთი კვადრატული მეტრის ღირებულება 34 დოლარია, მათ 7 ლარს სთავაზობენ. ოჯახების დიდ ნაწილს კომპენსაცია უკვე ჩაერიცხა, თუმცა მათი განმარტებით თანხის სიმცირის გამო სანაცვლო სახლი ვერ შეიძინეს.

ექსპროპრეაცია შეეხო სულიკო გვიანიძის საკუთრებასაც, ტერიტორიაზე მაღალი ძაბვის გადამცემი ბოძი  უკვე განთავსებულია,  თუმცა მხარეებს შორის შეთანხმება ვერ შედგა. საქმეზე სასამართლო დავა მიმდინარეობს, გვიანიძემ პროკურატურასაც მიმართა. როგორც თავად აღნიშნავს, ბოძი მისი ნების საწინააღმდეგოდ დადგეს და ფაქტის გაპროტესტების დროს ის ერთი დღით  დააკავეს. 

ამავე კატეგორიაში