დეკანაძის განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება

19 დეკემბერი 2017, 00:00 1783 ნახვა

ლაშა დეკანაძის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დღეს ბრალდებულის ადვოკატმა გაასაჩივრა. ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს, მისივე მტკიცებით, მოსამართლემ 11-12 მარტის მოვლენების დროს დაკავებულს აბსურდული ბრალდება შეუფარდა.

ლაშა დეკანაძე ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალის ძირითად ნაწილში უდანაშაულოდ სცნო, თუმცა მოსამართლე ლევან გელოვანის გადაწყვეტილებით, დეკანაძე წელიწადი და სამი თვე სასჯელს ხულიგნობის ბრალდებით მოიხდის.

2017 წლის 11-12 მარტის მოვლენების შემდეგ 21 პირი დააკავეს, აქედან ორი, მერაბ ღოღობერიძე და ირაკლი ჩვხირკია მასობრივი არეულობის ორგანიზების ბრალდებით, დანარჩენი 19 კი არეულობაში მონაწილეობისთვის. 19 პირიდან ლაშა დეკანაძე ერთადერთი იყო, რომელმაც ბრალი არ აღიარა. დანარჩენ ბრალდებულებს პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გაუფორმა.

ამავე კატეგორიაში