სათხილამურო კურორტი ''გომარდული'' ერთ კვირაში გაიხსნება

19 დეკემბერი 2017, 00:00 4877 ნახვა

მცირე ზომის სათხილამურო კურორტი "გომარდული" ერთ კვირაში გაიხსნება. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. ზურაბ პატარაძე, მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ 5 წლიანი პაუზის შემდეგ,  "გომარდულის" გახსნა პომპეზურად იგეგმება.

"კურორტზე დიდი საკონფერენციო დარბაზი დასრულებულია, გზის საფარი დაგებულია და შიდა ტერიტორიის მოწყობაც არის დაგეგმილი. დარწმუნებული ვარ, რომ სამთო-სათხილამურო კურორტ "გოდერძთან" ერთად, ''გომარდულიც'' ძალიან ბევრ სტუმარს მიიღებს" -  განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.

 კურორტი "გომარდული"  2011 წელს ოფიციალურად გაიხსნა, თუმცა გახსნიდან ერთ წელიწადში აქციონერებს სახელმწიფომ დაკისრებული ვალდებულების ნაწილობრივ შეუსრულებლობის გამო ბაჟის სახით 126 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. თანხის გადაუხდელობის გამო სააქციო საზოგადოების ქონება 800 ათასი ლარით იყო  დაყადაღებული. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ  აქციონერებს ყადაღა მოუხსნა, სანაცვლოდ კი კურორტზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების განახლება მოსთხოვა. შეთანხმების თანახმად, კურორტს 40 ნომრიანი ჰოსტელის ტიპის სასტუმრო შეემატება. 

კურორტი გომარდული ზღვის დონიდან 1120 მეტრზე,  შუახევიდან 23 კილომეტრში მდებარეობს. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში