დღეს ნიკოლოზობაა

19 დეკემბერი 2017, 00:00 2437 ნახვა

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსის წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით  ქვეყნის ყველა ტაძარსა და მონასტერში სადღესასწაულო წირვა ტარდება.

ბათუმში წმინდანის სახელობის ეკლესიაში სადღესასწაულო წირვა ღამისთევით დეკანოზმა სერგი რუხაძემ აღავლინა. წმინდა ნიკოლოზი საქართველოს ეკლესიის მფარველად მას შემდეგ ითვლება, რაც მას პატრიარქმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია შეავედრა. წმინდანი იტალიის ქალაქ ბარში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაშია დასვენებული. 

ამავე კატეგორიაში