დეკანოზის ადვოკატები სასჯელაღსრულების სამინისტროს გენინსპექციას მიმართავენ

18 დეკემბერი 2017, 00:00 2006 ნახვა

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები ე.წ. მატროსოვის ციხის ადმინისტრაციას ადვოკატის საქმიანობის ხელშეშლასა და მსჯავრდებულის პირადი ინფორმაციის გამჟღავნებაში ადანაშაულებენ.

ადვოკატები სასჯელაღსრულების სამინისტროს გენერალურ ინსპექციას მიმართავენ. ბრალდებულის ინტერესების დამცველების თქმით,  საუბარია გიორგი მამალაძის პერსონალურ ინფორმაციაზე, რომელიც ადვოკატ გიორგი რამიშვილს ჩამოართვეს. დოკუმენტები, სასჯელაღსრულების დაწესებულების წარმომადგენლებმა გამოძიებას გადასცეს, რაც ადვოკატების თქმით, კანონდარღვევაა. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში